პროექტის სახელი: მიტოვებული ქართული მწერლობა:მირზა გელოვანი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ეცნობიან მწერლის პოეზიას, შემოქმედებას,ეძებენ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში, სხვადასხვა წიგნებში;
პროექტის სრული აღწერა:ხელმძღვანელის დირექტივების შესაბამისად მოსწავლეები იყოფიან რამდენიმე მუშა ჯგუფად. თითოეულს აქვს გარკვეული დავალება: ერთი ჯგუფი აგროვებს მწრლის წერილებს, მოგონებებს და ლექსებს, მეორე ჯგუფი უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას, დადიან ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში და მოგროვილი ინფორმაცია მოაქვს პირველ ჯგუფთან, შემდეგ იმართება შიდა დისკუსიები, მიმდინარეობს ესეისტური სტილით განცდილის წარმოჩენის ცდები, ხდება მთელი მასალის გაზიარება ერთმანეთში და მეგობრებში, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.
მონაწილეთა ასაკი:X-XI კლასები, 13-14 წლები
ვადები:2008 წლის ნოემბერი-2009 წლის მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები:შეგროვილი ფოტოსურათების სააქტო ჩვენება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კონფერენციის მომზადება, სხვა სკოლებიდან თანატოლების მოწვევა და ამ ღირსეული შემოქმედის ცხოვრების გაცნობა;
მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები მიიღებენ აუცილებელ საზრდოს სულისას, არ დაიკარგება იმათი სახელები, ვინც საჭირონი იყვნენ, არიან და იქნებიან, ვიდრე ერთი ქართველი მაინც დაიარება დედამიწაზე;
სამუშაო ენა:ქართული;
სარგებელი სხვებისათვის:,,მიიღოს კეისარმა კეისრისა, ღმერთმა ღვთისა", რაც იმათ ხსნას კი არ სჭირდება, არამედ, პირველყოვლისა –ჩვენ.
საგნებთან კავშირი:კომპიუტერული ლაბორატორიის აქტიური გამოყენება, ისტ ტექნოლოგიების გამოყენება;
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია ჯოხაძე. თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lia.jokhadze@gmail.com
პროექტის ფორუმი: ამაყი სულის პოეტები
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: famousepoetgeorgia.blogspot.com
Tuesday, November 11, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)